აშშ-ში საქართველოს საელჩომ პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის საპატივსაცემოდ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიღებას უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საღამოზე მიწვეულნი იყვნენ აშშ კონგრესისა მაღალი რანგის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათი ნაწილი ჩართული იყო და ხელს უწყობდა პროცესს, რომელიც კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის გასვლას უკავშირდება.

მიღებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.