კარიბის ზღვაში მიწისძვრასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
კარიბის ზღვაში მიწისძვრასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებითი ბიძგების განმეორება და ცუნამის საშიშროება.
სანაპირო ზოლის მიმდებარე მცხოვრებ მოქალაქეებს გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს: 202-387-2390“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
იამაიკის სიახლოვეს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.