აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს ელჩის ფეისბუქგვერდზე.
„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ხსენებული კანონპროექტის გატანა მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო რეგიონში შექმნილი კრიზისისა და საფრთხეების ფონზე.
ელჩმა კონგრესმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი გაწეული მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“,- აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს ელჩის ფეისბუქგვერდზე.