აშშ-ში რუსეთისგან შეძენილ ხელოვნური სუნთქვის აპარატების იმ მოდელს ამოწმებენ, რომელიც პეტერბურგში ხანძრის საქმეში ფიგურირებს
აშშ-ში რუსეთიდან მიღებულ ხელოვნური სუნთქვის აპარატებს ამოწმებენ. ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყეტილება, აღნიშნული აპარატები აშშ-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურს უკან დაუბრუნოს.
ამის მიზეზი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში გაჩენილი ხანძარი გახდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი კლინიკებში ხელოვნური სუნთქვის აპარატის იმ მოდელის გამო გაჩნდა, რომელიც აშშ-მა რუსეთისგან შეიძინა. ინციდენტის შედეგად, სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც აშშ-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყენება დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეწყდება.
საქმე ეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატ „ავენტა-მ“-ს, რომელსაც ურალში აწარმოებენ.