აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ-ის დესტრუქციული ქმედებები ადასტურებს, რომ გამართლებულია რუსეთის კურსი თავდაცვისუნარიანობის, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით
აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ-ის დესტრუქციული ქმედებები ადასტურებს, რომ გამართლებულია რუსეთის კურსი თავდაცვისუნარიანობის, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით

აშშ-ის დესტრუქციული ქმედებები ადასტურებს, რომ რუსეთის კურსი გამართლებულია თავდაცვისუნარიანობის, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით, – ასე გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის საელჩო აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.

„მნიშვნელოვანია, რომ რეპრესიების ახალი რაუნდი მიზნად ისახავს შიდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის პოტენციალის შეზღუდვას, ასევე საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის გართულებას. თეთრი სახლის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის კურსის გამართლებას თავდაცვისუნარიანობის, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას.მათ შორის არის რამდენიმე რუსული ბანკი და რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის მინისტრის მოადგილეები.