აშშ-ში, ქუჩაში სროლისას 10 წლის გოგონა მოკლეს
აშშ-ში, ქუჩაში სროლისას 10 წლის გოგონა მოკლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმას 10 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა, ოთხი პირი კი დაიჭრა.

ინციდენტი ვაშინგტონის ჩრდილოეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით 20:00 სთ-ზე მოხდა. მედიის ცნობით, ოთხი ნიღბიანი მამაკაცი ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონასთან შავი ფერის, სედანის ტიპის ავტომობილით მივიდა და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თავდასხმის დროს ადგილზე 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. გამოძიება ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებაზე მუშაობს. ამისთვის პოლიცია იმ ავტომობილის ფოტოებს იყენებს, რომლის საშუალებითაც ბოროტმოქმედებმა თავდასხმა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ჯერჯერობით არ იციან, იყო თუ არა სკვერში მყოფი რომელიმე კონკრეტული პირი თავდასხმის ობიექტი.