აშშ-ში, ქალაქ ფალონის ეკლესიაში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ნევადის შტატის ქალაქ ფალონში, ტაძარში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფოქსი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ამავე ტაძრის მრევლმა, ჯონ ო’კონერმა კონკრეტულ პიროვნებას გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც ის სახლში დაბრუნდა.
მოგვიანებით, ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა. თავდასხმის დროს ტაძარში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.