აშშ-ში პოლიტიკოსების მისამართზე გაგზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ავტორს 58-წლიანი პატიმრობა ემუქრება
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების მისამართზე გაგზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ავტორს 58 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილს ხუთ ფედერალურ დანაშაულში წაუყენეს ბრალი.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა უწყებებმა დონალდ ტრამპის ოპონენტების მისამართებზე გაგზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ავტორი დააკავეს.
ადრესატებს შორის იყვნენ ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი, ჯორჯ სოროსი და მსახიობი რობერტ დე ნირო.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაკავებული სესარ საიოკია. პოლიციამ მას დნმ-ის საშუალებით მიაგნო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 56 წლის ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.