აშშ-ში პიტსბურგის ეკლესიის აფეთქების მომზადების საქმეზე, სირიელ ლტოლვილს ბრალი წაუყენეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტსბურგის ქრისტიანული ეკლესიის აფეთქების მომზადების საქმეზე, სირიელ ლტოლვილს ბრალი წაუყენეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით „ევრონიუსი“ წერს, რომ 21 წლის მუსტაფა მოუსაბ ალოვემერმა, რომელიც აშშ-ში სამი წლის წინ ჩავიდა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ერთგულებაზე დაიფიცა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერი გააკეთა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდასხმის გასახორციელებლად, სირიელმა ლტოლვილმა ასაფეთქებელი მასალები აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო თანამშრომლისგან და ბიუროს კონფიდენციალური პიროვნებისგან შეიძინა. ალოვემერი ფიქრობდა, რომ ფედერალური ბიუროს საიდუმლო თანამშრომელი და მასთან დაახლოებული პიროვნება ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები იყვნენ და მას ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადებაში დაეხმარებოდნენ.