აშშ-ში ორ რესპუბლიკელს 2016 წელს ტრამპის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად რუსეთის მოქალაქისგან შემოწირულობის მიღებაში ადანაშაულებენ
აშშ-ში ორ რესპუბლიკელს 2016 წელს ტრამპის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად რუსეთის მოქალაქისგან შემოწირულობის მიღებაში ადანაშაულებენ

აშშ-ში ორ რესპუბლიკელს 2016 წელს ტრამპის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად რუსეთის მოქალაქისგან შემოწირულობის მიღებაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრალდების მიხედვით, პოლიტტექნოლოგები შეთქმულებაში მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კამპანიის დასაფინანსებლად ათობით ათასი დოლარი უნდა გაეღო.

კოლუმბიის ოლქის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ბრალი წარედგინათ ჯესი ბენტონს და დაგ უიდს, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ რუსი მოქალაქის კუთვნილი თანხები საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მიემართათ.

ამერიკული კანონმდებლობა უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საპრეზიდენტო კანდიდატების კაპმანიების დაფინანსებას. საუბარია 25 ათას დოლარზე, რომელიც რუსეთის მოქალაქემ საიდუმლოდ გადაურიცხა ტრამპის საარჩვენო შტაბთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. „ასოშიეთედ პრესი“ აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ 100 ათასი დოლარიდან, რომელიც რუსეთის მოქალაქემ ტრმაპის პოლიტტექნოლოგის ანგარიშზე ჩარიცხა.

ორ რესპუბლიკელს უკანონო შემოწირულობის განხორციელების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა და ფედერალურ საარჩევნო კომისიაში ცრუ ინფორმაციით მიწოდებაში დასდე ბრალი.