აშშ-ში ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც დემოკრატმა კონგრესმენებმა და სენატორებმა უილიამ ბარს ბრალი მიკერძოებულობაში დასდეს. მათი თქმით, აშშ-ის გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპის ადვოკატივით იქცევა და ამიტომ მან პოსტი უნდა დატოვოს.
უილიამ ბარს კონგრესში დღეს, 2 მაისს დაგეგმილ მოსმენაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელზეც ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების საქმეზე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე უნდა ემსჯელათ, თუმცა იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა კანონმდებლებთან შეხვედრაზე უარი თქვეს.