აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში შობის დილას აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარი წინასწარ განზრახულ ქმედებად შეაფასა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე ავტომობილი აფეთქდა. თვითმხილველთა განცხადებით, ქუჩაში ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.