აშშ-ში მონათმფლობელობის გაუქმების მორიგი წლისთავი დემონსტრაციებით აღნიშნეს [ფოტო]
აშშ-ის ქალაქებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მანიფესტაციებში მონათმფლობელობის გაუქმების 155-ე წლისთავის აღსანიშნავად. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, დემონსტრაციები ძირითადად სადღესასწაულო ხასიათის იყო, თუმცა მიმდინარე წელს აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს სამართალდამცველების მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის შეწყვეტა.
მასობრივი მსვლელობები გამართა აშშ-ის ათობით ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ატლანტაში. დემონსტრანტების ნაწილს ხელში ეკავა პლაკატები წარწერებით – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „აიღეთ მუხლი ჩვენი კისრიდან“, „ვეღარ ვსუნთქავ“, რითაც მათ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გაიხსენეს.
ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესობაში 19 ივნისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
1963 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია, რომელიც მოგვიანებით, 1865 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ტეხასში გამოცხადდა.