აშშ-ში მიმდინარე აქციების გამო, ექიმები „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღას ელოდებიან
აშშ-ში მიმდინარე აქციების გამო, ექიმები „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღას ელოდებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე აქციების გამო, ექიმები „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღას ელოდებიან. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„იმის საფუძველზე, რა სისწრაფით და როგორ ვრცელდება ვირუსი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ჩვენ ვნახავთ ახალ კლასტერებს. შეშფოთებული ვარ, როგორც რასიზმის ფაქტებით, ასევე ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით. ეს ადამიანები შეკრებით აზიანებენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე საზოგადოებას, სადაც ცხოვრობენ“, – აცხადებს ექიმი ჯერომ ადამსი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 0000 ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.