აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
აშშ-ის მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულია შვიდი ადამიანი. დაშავებულთა შორის ერთი მასწავლებელია, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. გარდაცვლილთა ასაკი 14, 16 და 17 წელია.
როგორც „ბიბისი“ წერს, თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის მოზარდია, რომელმაც მშობლის მიერ, ერთი კვირით ადრე შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სკოლაში სავარაუდოდ ზურგჩანთით შეიტანა და მოსწავლეებს ცეცხლი, ამ დრომდე დაუდგენელი მოტივით გაუხსნა.
თავდამსხმელი პოლიციამ სროლისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე აიყვანა, თუმცა ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.