აშშ-ში, მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატების, ასევე ონტარიოს მოსახლეობამ მეტეორის ვარდნა დააფიქსირა. თვითმხილველთა განცხადებით, კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნას ძლიერი აფეთქების ხმა ჰქონდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ციური სხეულის დედამიწაზე დაცემამ დაახლოებით 2.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი გამოიწვია.
მეტეორი სენტ კლერის სანაპიროდან შვიდი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.