ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეზობლად მდებარე კიდევ ორ სახლზე გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა პილოტი. ის ერთადერთი ადამიანი იყო ბორტზე. ავიაკატასტროფას უვნებლად გადაურჩნენ ადგილობრივი მცხოვრებლები.