ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 45 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 542 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 4 713 540 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 155 402 ადამიანი.