აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 25 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 1 299 ადამიანი
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 25 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1 985 670 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1 299-ით გაიზარდა. ფატალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 112 289-ს შეადგენს.