აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 24 481 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 933 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც აშშ-ში ვირუსით დაღუპულთა საერთო ოდენობა 90 340-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვებები 1 504 830-მდე გაიზარდა.