ნიუ იორკში კორონავირუსს ხუთი თვის ჩვილი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ახალშობილი გოგონა 21 მარტს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნიუ იორკელი მეხანძრის ქალიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა.
„ის პატარა ანგელოზი იყო, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილით“, – უთხრა „ენბისის“ გარდაცვლილი ჩვილის ბებიამ.
ხუთი თვის ნიუ იორკელი ბავშვი აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
სულ ქვეყნის მასშტაბით 2 აპრილიდან დღემდე ახალ კორონავირუსს ერთიდან 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ემსხვერპლა.