ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კოვიდ-19-ის 700 282 შემთხვევა. აქედან მხოლოდ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 29 131 ადამიანს დაუდგინდა.
აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან გარდაცვლილია 36 822 ადამიანი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.