ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 37 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის 23 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის ვაშინგტონში, პენსილვანიაში, ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ფლორიდაში.
ამასთან, როგორც „სიენენი“ იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, უახლოეს საათებში საგანგებო მდგომარეობა ეროვნულ დონეზე გამოაცხადოს. მედიასაშუალება იუწყება, რომ თეთრ სახლში ამჟამად საკითხის განხილვა მიმდინარეობს.