აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით. „როიტერის“ მონაცემებით, აშშ-ის ყოველი 66 მცხოვრებიდან ერთი „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული.
დაავადებას ქვეყანაში 162 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.