აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა. „ბიბისის“ ცნობით, ახლაგაზრდა ქალი ფეხმძიმედ იყო, როდესაც მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
27 წლის ანჯელა პრიმაჩენკო წარმოშობით კანადიდანაა. მკურნალობის დროს მას ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა.
გავრცელებული ცნობით, ექიმებმა ორსული ქალი მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს და დროზე ადრე ამშობიარეს. ამჟამად ბავშვისა და დედის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
ანჯელა პრიმაჩენკოს უკვე ჩაუტარეს გამოჯანმრთელებაზე ტესტი და მას „კოვიდ-19“ აღარ დაუდასტურდა.