აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ინფორმაცია ბრიფინგისას დაადასტურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმაც.

„თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის ისტორიაში კორეის ომის შემდეგ ამ რაოდენობის მსხვერპლი არც ერთ სამხედრო კონფლიქტს არ მოჰყოლია. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 1 700 000-ს უახლოვდება.