აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 87-ს შეადგენს
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 87-ს შეადგენს

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 87-ს შეადგენს.

დადასტურებულია დაავადების 4 475 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადებულთაგან 70 ჩინეთიდან და იაპონიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული პირია. 4 405 კი, გამოვლენილი და დადასტურებულია აშშ-ში.

კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შტატებშია. თითოეულში გამოვლენილია დაავადების დაახლოებით 900 შემთხვევა. მესამე ადგილზეა კალიფორნია 450 ინფიცირებულით.

კორონავირუსის ახალი ტიპის პანდემიის გამო გასული კვირის ბოლოს დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.