ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 2 120 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 60 475 შეადგინა.
ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 036 652 შემთხვევა, საიდანაც 24 ათასზე მეტი ბოლო ერთ დღეში დადასტურდა.
ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.