აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 41 შეადგინა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 41 შეადგინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 41 შეადგინა, გამოვლენილია დაავადების 1 666 შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსი გამოვლენილია 47 შტატში.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკის ხუთ შტატში დაიხურა სკოლები.

ეს შტატებია: მერილენდი, ოჰაიო, კენტუკი, ნიუ მექსიკო და მიჩიგანი.

ქალაქ ნიუ იორკში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.