აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით 759 569 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 40 ათასს გადაცდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 24 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 71 000 ადამიანი განიკურნა.