ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 16 513 შეადგინა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 465 ათასზე მეტი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს „სიბიესნიუსი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე რთული ვითარება ნიუ იორკშია, სადაც კორონავირუსით შვიდი ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
უაიომინგი ამერიკის ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 95 ათასს გადააჭარბა. ამასთან, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 1.6 მილიონს აღემატება, მათგან 350 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.