აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ამ დროისათვის გამოვლენილია 1 003 625 შემთხვევა.
ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების ერთი მესამედი აშშ-ზე მოდის.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 57 000-ს გადასცდა. მსხვერპლის რაოდენობით აშშ-ში მსოფლიოში ასევე პირველ ადგილზეა.
ამასთან, „კოვიდ 19“-სგან აშშ-ში უკვე 114 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.