აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჯო ბაიდენი მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აიცრან
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჯო ბაიდენი მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აიცრან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აიცრან.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, ბოლო 30 დღის განმავლობაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.

18 ივნისიდან 18 ივლისამდე დროის პერიოდში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 12 000 დან 32 ათასამდე გაიზარდა. გაზრდილია საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებელიც.

„გთხოვთ, გაიკეთეთ ვაქცინა, გაიკეთეთ ახლავე“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 34 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 624 ათასზე მეტი ადმიანი.