აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. როგორც ტელეკომპანია „ენბისი“ იუწყება, ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 46 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო დღე-ღამეში ტეხასსა და კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ორივე შტატში ბოლო 24 საათში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის ათი ათას შემთხვევაზე მეტი. ტეხასში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა გაორმაგდა.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 24 შტატში შეზღუდვების მოხსნის პროცესი შეჩერდა.
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 131 ათასზე მეტი ინფიცირებული.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.