აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 86 928 ადამიანს დაუდასტურდა, 1 268 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსით 463 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების კუთხით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს ბრაზილია, სადაც პანდემიას 231 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, ბრაზილია, ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის სულ მცირე 59 307 800 დოზაა გადანაწილებული და სულ მცირე, 41 210 937 დოზა ადმინისტრირებული.