აშშ-ში კორონავირუსის 71 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1200 ადამიანი კი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1200 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 71 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკვე მეორე დღეა, ამერიკაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მაღალია.
გუშინ ქვეყნაში ვირუსით 1 195 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 970 906 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 143 190 პირი.