აშშ-ში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 900 ინფიცირებული გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე გარდაიცვალა კიდევ 900 ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს ქვეყნისთვის ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 431 574 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 136 466 შეადგინა.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.