აშშ-ში კორონავირუსის 65 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 900 პაციენტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 65 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 900 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 4 178 021 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 146 460 ადამიანი.