აშშ-ში კორონავირუსის 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1195 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 195 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში დაფიქსირებულია ინფიცირების 3 902 058 შემთხვევა. აშშ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.