აშშ-ში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 470 ადამიანი
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ინფიცირების 4 344 923 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 146 935 ლეტალური აღმოჩნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 470 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მიხედვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.