ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 45 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის შემთხვევების მატების გამო ტეხასის, არიზონასა და ფლორიდის შტატების გახსნის გეგმა გადაიდო. ტეხასის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, შტატში ისევ დაიხურება ბარები.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 2,4 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 122 370 ადამიანი.