აშშ-ში კორონავირუსის 42 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 571 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 42 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 571 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 42 048 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 571 ინფიცირებული გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ კორონავირუსის 5 მილიონ 403 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირეული, გარდაცვლილია 170 052 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.