აშშ-ში კონგრესისა და გუბერნატორების არჩევნები დაიწყო. აღმოსავლეთ შტატებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:30-ზე და 7:00 საათზე გაიხსნა.
აშშ-ის მოსახლეობამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 35 წევრი უნდა აირჩიოს.
დღესვე აშშ-ის ამომრჩეველმა 36 შტატის გუბერნატორიც უნდა აირჩიოს.
არჩევნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმად განიხილება. ამჟამად წარმომადგენელთა პალატას და სენატსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი, დღის წესრიგის შექმნას გააგრძელებენ. მაგრამ, თუ ერთ ან ორივე პალატაზე დემოკრატები კონტროლს დაამყარებენ, შესაძლოა, რესპუბლიკელი პრეზიდენტის გეგემები მთლიანად შეცვალონ.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ შესაძლოა, წარმომადგენელთა პალატაში შეიყვანოს უმრავლესობა.