აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

კომპანია „ფეისბუქი“ ადასტურებს, რომ აშშ-ის ქალაქ სიეტლში, მათი ოფისის თანამშრომელი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ოფისი 9 მარტამდე დახურა, თანამშრომლებს კი მოუწოდა, თვის ბოლომდე შინიდან იმუშაონ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 11 ადამიანი. დაავადებულთა რაოდენობა 16 შტატში 130 ადამიანს აღემატება.