აშშ-ში ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს, რომლის წევრებიც მექსიკიდან აშშ-ში გადასულ მიგრანტებს თვითნებურად აკავებდნენ
აშშ-ში დააკავეს იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის წევრებიც მექსიკიდან აშშ-ში გადასულ მიგრანტებს თვითნებურად აკავებდნენ. შეიარაღებული ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ ისინი სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, დაკავებულია ლარი მითჩელ ჰოპკინსი, რომელსაც ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა ედება. ის ხელმძღვანელობდა ჯგუფს სახელწოდებით „გაერთიანებული კონსტიტუციური პატრიოტები”.
მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოები, სადაც შეიარაღებული პირები ჩანან, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტებს აპატიმრებდნენ. როგორც ამ ჯგუფის წევრები აცხადებდნენ, აშშ-ის არალეგალი მიგრანტებისგან იცავენ.
დაკავებული მითჩელი სასამართლოს წინაშე 22 აპრილს წარდგება.