აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება
აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება

აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „სიბიეს“-თან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. მისივე თქმით, თუ თალიბები ხელს შეუშლიან ევაკუაციის ოპერაციას, აშშ მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

„პრეზიდენტს სურს, რომ ყველა ამერიკელმა, რომელსაც უნდა ავღანეთის დატოვება, ქვეყნიდან გასვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა სალივანმა.

მისივე განცხადებით, ამერიკელების ევაკუაციის პროცესი ბევრ რისკს მოიცავს და ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწფოს“ მხრიდან ავღანეთში ტერაქტების განხორციელების საფრთხეა. ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 აგვისტოს კიდევ ერთხელ გააკეთებს სპეციალურ განცხადებას.