ორი კვირის წინ ფლორიდის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, რომელსაც 14 მოზარდი ემსხვერპლა, ამერიკულმა გიგანტმა კომპანიებმა იარაღის მაღაზიებზე ზეწოლა აქტიურად დაიწყეს.
დღეს ამ კომპანიებს კიდევ რამდენიმე გიგანტი კომპანია შეუერთდა. რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ ამერიკის იარაღის დაცვის ეროვნულ ასოციაციასთან კავშირი გაწყვიტა, მათ შორის, ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა „ფედექსი“.
კომპანიების მიზანია, თუ მთავრობა იარაღის შესახებ კანონს არ შეცვლის, მოქალაქეებს იარაღის ინტერნეტით ყიდვის საშუალება შეუზღუდონ.
აქციები იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.