აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 66 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 66 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 941 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 497 847 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 137 407 ადამიანი.