აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 712 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 942 363 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 110 514 ადამიანი.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ნიუ იორკშია, სადაც 378 097 შემთხვევაა გამოვლენილი და დაღუპულია 30 374 ადამიანი.