ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 57 540 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1399 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ კალიფორნიის შტატშია, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციის 526 685 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 4 771 080 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 156 801 ადამიანი.